Thursday, April 11, 2013

ვიტამინების შედგენილობა და მისი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში


ვიტამინები


 










































პროექტის მთავარი იდეა (თემა): ვიტამინების შედგენილობა და მისი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში.

პროექტის აქტუალობა: ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ვიტამინები აუცილებელია მცირე რაოდენობით, მაგრამ ვინაიდან ისინი ორგანიზმში არ სინთეზირდება საკმარისი რაოდენობით, საჭიროა საკვებთან ერთად მიეწოდოს ორგანიზმს. ვიტამინების არარსებობა და მათი უკმარისობა ორგანიზმში იწვევს ჰიპოვიტამინოზს და ავიტამინოზს. ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინების რაოდენობა დამოკიდებულია მის ასაკზე, ჯამრთელობის მდგომარეობაზე, საქმიანობაზე, წელიწადის დროზე.

პროექტის მიზნები: ვიტამინების როლის შესწავლა ადამიანის ორგანიზმში. ვიტამინების შემცველობა საკვებ პროდუქტებში, C და E,A ვიტამინების აღმოჩენა.

მონაწილეთა ასაკი: 15-16
ხანგრძლივობა: 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, კვლევა-ძიების, ექსპერიმენტის შედეგების ანალიზის, ისტ-ის გამოყენების უნარი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სხვადასხვა საკვები პროდუქტები და ხილი (ვაშლი, მზესუმზირის ზეთი), სინჯარები, FeCl3_ის ხსნარი, სახამებელი.

პროექტის მსვლელობა: თემის გაცნობა, მოსწავლეები დაიყოფა ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება.

ჯგუფი - რომელიც აწარმოებს გამოკითხვას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის თუ რა იციან ვიტამინების შესახებ და მოიძიებენ ინტერნეტით ინფორმაციას ვიტამინების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ორგანიზმში.

ჯგუფი - რომელიც ადგენს ვიტამინების შემცველობას მზესუმზირის ზეთში და ამასთანავე C ვიტამინს აღმოაჩენს სხვადასხვა ჯიშის ვაშლში.

კვლევის ქიმიური ნაწილი: ზოგიერთი ვიტამინის ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში. ადამიანის დღიური ნორმა ვიტამინებთან მიმართებაში. წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები. ვიტამინების შემცველობა საკვებ პროდუქტებში. ზოგიერთი ვიტამინის ქიმიური შედგენილობა,ქიმიური ფორმულა.

ექსპერიმენტული ნაწილი: C და A ვიტამინის აღმოჩენა. შერჩეულია ისეთი პროდუქტები რომ ფერის ცვლილება ადვილად გამოჩნდეს.

სინჯარაში ჩავასხავთ 1 მლ მზესუმზირის ზეთს და დავამატებთ 2-3 მლ FeCl3_ის 1%_ინი ხსნარი. კაშკაშა მწვანე შეფერილობა მიუთითებს ვიტამინის არსებობას.

C ვიტამინის აღმოჩენა ვაშლის წვენში: სინჯარაში ჩავასხათ 2 მლ ვაშლის წვენი დავასხათ 100 მლ წყალი. შემდეგ დავამატოთ სახამებლის ბუბკო, შემდეგ წვეთ-წვეთობით დავუმატოთ იოდის 5%_იანი ხსნარი მდგრადი ლურჯის შეფერილობის წარმოქმნამდე. წვეთების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია მიახლოებით დავადგინოთ სხვადასხვა ჯიშის ვაშლში C ვიტამინის რაოდენობა.
საგნებთან კავშირი: ქიმია-ბიოლოგია
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა სანთელაძე
პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: santeladzen@gmail.com

პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment